საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს
საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს
14:48 27.03.2012
NDI-ის კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს და მას 29% აქვს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ NDI-ის გამოკითხვასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს. გამოკითხვის დროს პრეზიდენტობის კანდიდატები არ დაუსახელებიათ.
„ნაციონალების“ ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის 12% ბიძინა ივანიშვილის კოალიციის კანდიდატს ერგო, ხოლო 5 % - „ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატს.
მათივე ინფორმაციით, კეთილგანწყობების რეიტინგში, რომელიც საარჩევნო რეიტინგი არ არის, მოწინავე პოზიციაზე არიან - პრეზიდენტი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენიმე მინისტრი, შემდეგ მოდიან - გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ინგა გრიგოლია და ბიძინა ივანიშვილი.
კვლევის თანახმად, კითხვაზე - რომელი ოპოზიციონერი ლიდერი მოგწონთ ან არ მოგწონთ, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ გიორგი თარგამაძე მოსწონს, 29%-ს არ მოსწონს; ინგა გრიგოლია მოსწონს - 49%-ს, არ მოსწონს - 30%-ს; ბიძინა ივანიშვილი მოსწონს 40%-ს, არ მოსწონს - 31%-ს; ირაკლი ალასანია მოსწონს 30%-ს, არ მოსწონს - 43%-ს; გიორგი ახვლედიანი მოსწონს 27%-ს, არ მოსწონს - 29%-ს.

ბეჭდვა