პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა პირველ რიგში პასუხისმგებლობას და
უფრო მეტი საქმის გაკეთების ვალდებულებას გულისხმობს.
ჟურნალისტებთან საუბარში ბაქრაძემ განაცხადა, რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად.
„მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა ჩვენთვის პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ ყველა მიმართულებით და დაწყებული რეფორმა და პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ბევრად ნაკლები პრობლემა აწუხებდეს ვიდრე ეს დღეს აქვს“ – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
NDI–მ კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3,161 რესპონდენტი გამოკითხა.
