ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახს დანაშაულის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს
ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახს დანაშაულის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებს
13:18 27.03.2012
დეპუტატი „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახს „დანაშაულის დამალვის მცდელობასა და კვალის წაშლაში“ ადანაშაულებს.
ბაღათურიამ პლენარულ ხდომაზე გამოსვლისას დღეს განაცხადა, რომ პარლამენტში გამართული დებატების მეორე დღეს, 29 თებერვალს კლასიკური მუსიკის ასოციაციამ, რომლის დამფუძნებელი პრეზიდენტის ოჯახია, საჯარო რეესტრს მიმართა და დამფუძნებელთა ოქმში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
„ამ ასოციაციამ, რომლის დამფუძნებლები პრეზიდენტის სიდედრი, დედა და მეუღლე არიან, საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა და დამფუძნებელთა მონაცემებში, ცვლილების შეტანა მოითხოვა. ეს არის კვალის წაშლის მცდელობა” – განაცხადა ბაღათურიამ.
პარლამენტარმა მთავარ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრს რეაგირებისკენ მოუწოდა.
დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობისას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ბიზნესსაქმიანობის შესახებ მასალა წარადგინა.

ბეჭდვა