საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შვეიცარიაში გაემგზავრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები 28-29 მარტს, ჟენევაში დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-19-ე რაუნდში მიიღებენ მონაწილეობას. მოლაპარაკებები საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხებს ეძღვნება.
ოფიციალური ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველო რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას მოითხოვს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მექანიზმის შემუშავების საკითხს დასვამს.
ამასთან, ქართული მხარე კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო პოლიციური ძალების განლაგების აუცილებელობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს.
მოლაპარაკებებზე ასევე, განიხილება ფსოუს, როკისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგის საკითხი.
