პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინანსებას პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან ითხოვს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ 10 000 სტუდენტს სტატუსი მხოლოდ იმის გამო შეუჩერდა, რომ მათ სწავლის თანხა ვერ გადაიხადეს.
"როცა 10 000 სტუდენტი სწავლის ქირას ვერ იხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემაში კრახი გვაქვს და მდგომარეობა გამოსასწორებელია. მოვითხოვ, ამ სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაიფაროს. ეს სულ 2-3 კონცერტის ფულია" - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
