პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
„NDI -ის კვლევა მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მგონია, რომ ის სანდო არაა. ჩვენ ვენდობით იმას რაც მოსახლეობისგან გვესმის, მათგან ვიღებთ დიდი მხარდაჭერას“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, კოალიცია სწორი მიმართულებით მიდის და ამ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„რასაც ქართული ოცნება აკეთებს ამ ეტაპზე ყველასთვის ცნობილია, „ქართულ ოცნებას“ აქვს კონკრეტული გეგმა და მისი ყველა ნაბიჯი განხორციელების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
NDI-ის კვლევები პოლიტიკური პარტიებისთვის გუშინ გახდა ცნობილი, კვლევის მიხედვით შედგენილ რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობას“ 47% აქვს, „ქართული ოცნებას“ - 10%-ზე მეტი, „ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას“ –3%.
NDI–მ კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3 161 რესპონდენტი გამოკითხა.
