უკრაინაში პოპულარული პროექტი „გასტრო სრედა“ ქართულ სამზარეულოზე სპეციალურ გადაცემას მოამზადებს.
კომპანია Geo Station-ის მოწვევით, უკრაინული გადაცემა „გასტრო სრედას“ შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ საინვესტიციო სააგენტოდან აცნობეს, უკრაინელები სატელევიზიო პროექტისთვის ქართული სამზარეულოს შესახებ სპეციალურ გადაცემას მოამზადებენ.
უკრაინელები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ეროვნულ სამზარეულოს უკვე რამდენიმე დღეა ეცნობიან.
ცნობილი ქართველი მზარეულები სტუმრებს მასტერკლასებს უტარებენ და ქართული კერძების მომზადებას ასწავლიან.
უკრაინულ დელეგაციას, ხვალ რესტორან „პურის სახლში“ ფინალურ ვახშამზე საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთევან ბოჭორიშვილიც შეხვდება.
