ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას სპეციალური განცხადებით მიმართავს.
"ნიუსპრესთან" საუბარში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ძეგლების რესტავრაცია იგეგმება, რაც ქართული კვალის წაშლის მცდელობაა.
მინაშვილი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შესაბამის ყურადღებას მიაქცევს კულტურული ძეგლების შენარჩუნების საკითხს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადება დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.
