პარლამენტში დღეს რამაზ ნიკოლაიშვილსა და კობა სუბელიანს ელოდებიან
პარლამენტში დღეს რამაზ ნიკოლაიშვილსა და კობა სუბელიანს ელოდებიან
10:45 27.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს მინისტრებთან შეხვედრებს გამართავს.
უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიწვეული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი.
მინისტრები უმრავლესობის სხდომაზე საკუთარ უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრებენ.
ნიკოლაიშვილი და სუბელიანი საკანონმდებლო ორგანოში 14.00 საათზე გეგმავენ მისვლას.

ბეჭდვა