პარლამენტში მერაბიშვილისა და ადეიშვილის მისვლის საკითხი დღეს გაირკვევა
პარლამენტში მერაბიშვილისა და ადეიშვილის მისვლის საკითხი დღეს გაირკვევა
10:31 27.03.2012
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მისვლის საკითხი დღეს გაირკვევა.

მათ მისვლას საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე მოითხოვს.

უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის აზრით, ფრაქციის წევრებს სამთავრობო საათის მოწვევა ერთი კონკრეტული ადამიანის წინაშე თავმწონების მიზნით სურთ. აქედან გამომდინარე, ცისკარიშვილი შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პარლამენტში მისვლის წინააღმდეგია.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გუშინ საორგანიზაციო დეპარტამენტს დაავალა, დაადგინონ შეძლებენ თუ არა ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი 29 მარტს პარლამენტში გამოცხადებას.

შს და იუსტიციის მინისტრებთან ფრაქციას 10 შეკითხვა აქვს. კითხვები პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობას, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებას და ჟურნალისტ სოფო ნიკოლეიშვილის დაკავებას ეხება.

ბეჭდვა