საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხრეთ კორეაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, "მწვანეთა პარტია" დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
"გამოქვეყნდება მასალები თუ რა "პროგრესს" მიაღწია საქართველომ ბირთვული უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით "ახალი" "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ"- აცხადებენ პარტიაში.
პრესკონფერენციას პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე გაუძღვება.
