პოლიტიკური სუბიექტები რეიტინგებს ერთდროულად გამოაქვეყნებენ
პოლიტიკური სუბიექტები რეიტინგებს ერთდროულად გამოაქვეყნებენ
19:19 26.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით NDI-ს კვლევის შედეგებს უკვე გაეცნო.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა შოთა მალაშხიამ განუცხადა, პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ, რომ რეიტინგები მას შემდეგ გამოცხადდება, რაც მას ყველა პარტია გაეცნობა.
"მმართველი გუნდისთვის პრობლემა არ არის კვლევის შედეგების გამოქვეყნება, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს არასამართლიანი ნაბიჯი იქნება. პატიოსნად ვიქცევით და სხვა პარტიებს ველოდებით" - განაცხადა მალაშხიამ.
NDI დღეს პოლიტიკურ პარტიებს პარტიული გამოკითხვის შედეგებს აცნობს. კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3,161 რესპონდენტი გამოიკითხა.

ბეჭდვა