პარტიისთვის ერთი ფინანსური წყაროდან დასაშვები შემოწირულობები 500 000 ლარი იქნება
პარტიისთვის ერთი ფინანსური წყაროდან დასაშვები შემოწირულობები 500 000 ლარი იქნება
18:55 26.03.2012
პარტიისთვის ერთი ფინანსური წყაროდან დასაშვები შემოწირულობების ოდენობა 500 000 ლარით განისაზღვრება.  ამას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში" ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც დღეს ბიუროზე მოხდა.
კანონპროექტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტს მიაჩნია, რომ ერთი ფინანსური წყაროდან დასაშვები შემოწირულობების ოდენობის განსაზღვრა 500 000 ლარით ლოგიკური და გონივრული შეზღუდვაა.
რაც შეეხება ადმინისტრირების საკითხებს, კომიტეტს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შესაძლებელია ჯარიმები არ გავრცელდეს ფიზიკურ პირებზე და პარტიაზე, თუ მათ არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა ცოდნოდათ, რომ შემომწირველებმა ერთი ფინანსური წყაროდან მისაღები შემოსავლების დადგენილ ზღვარს გადააჭარბეს.
ცვლილებებზე პარლამენტი პარასკევს იმსჯელებს, 29 მარტს კი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართბა.

ბეჭდვა