საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა NDI-ის კლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ციფრებსა და რეიტინგებზე
საუბარი პოლიტიკოსის საქმე არ არის.
"პოლიტიკოსის საქმეა იცოდეს საზოგადოებაში არსებული პრობლემები და მათ შეძლებისდაგვარად წყვეტდეს. ძალიან კარგად ვიცით, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვაა" – განუცხადა "ნიუსპრესს" გაბაშვილმა.
მისი აზრით, პოლიტოლოგები და ჟურნალისტები ამ კვლევას ყურადღებას არ მოაკლებენ - ვის რამდენი აქვს რეიტინგი და ვინ არის პირველ და მეორე ადგილზე.
NDI დღეს პოლიტიკურ პარტიებს პარტიული გამოკითხვის შედეგებს აცნობს. კვლევა, 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 3,161 რესპონდენტი გამოიკითხა.
