მიხეილ სააკაშვილი სეულში ბარაკ ობამას შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი სეულში ბარაკ ობამას შეხვდა
18:15 26.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხიელ სააკაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამხრეთ კორეის  დედაქალაქ სეულში ოფიციალურ სადილზე შეხვდნენ.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში სეულში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ფინეთისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებსაც ესაუბრა.

პრეზიდენტი სამიტზე ხვალ სიტყვით გამოვა და საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრებს.

სამიტზე ბირთვული იარაღის ტერორისტული ჯგუფებისგან დაცვის მხრივ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მონაწილეები ასევე სხვადასხვა თემებზე იმსჯელებენ - თანამშრომლობა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ბირთვული იარაღის დაცვა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთა.


ბეჭდვა