დავით ბაქრაძემ უნგრეთის ელჩი მიიღო
დავით ბაქრაძემ უნგრეთის ელჩი მიიღო
18:11 26.03.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შანდორ საბოს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-უნგრეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
პარლამენტის სპიკერმა უნგრეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისათვის ელჩს მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



ბეჭდვა