"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებს აპროტესტებს
"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებს აპროტესტებს
18:09 26.03.2012
პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებს აპროტესტებს.
როგორც პარტიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონტროლის პალატა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ უკანონოდ მოქმედებს.
"კონტროლის პალატა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად ხელისუფლების ხელში დამატებით ბერკეტად გადაიქცა, გაურკვეველი, უკანონო მიზეზით იბარებენ ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს. ასევე, უკანონოდ ხდება რეგიონული წარმომადგენლების დაპატიმრებები"- აღნიშნულია განცხადებაში.
პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ძალოვანი სტრუქტურების გაკონტროლებას მოითხოვენ. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობას მმართველი გუნდის ქმედებების მიმართ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.


ბეჭდვა