საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დღეს, 4 წლის ნიკოლოზ ვაშაკიძის
დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ახალგაზრდობის ცენტრიდან აცნობეს, ბავშვი 2 წელია ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მას მედიკოსებმა ბაქტერიული სეფსისის დიაგნოზი დაუსვეს.
საქველმოქმედო ღონისძიებაში მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი "ანჩისხატი", საპატრიარქოს ანსამბლი "ბასიანი", მგალობელ-მომღერალთა გუნდი "დიდგორი", საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ვაჟთა ანსამბლი "ლაზარე", საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის გოგონათა ანსამბლი "იავნანა", კიკეთის ექვთიმე კერესელიძის სახელობის ტაძრის გუნდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლი "ჩელა", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი "გორდელა", ანსამბლები: "კერია", "ალილო", "ინანა", "დები გოგოჭურები" და "სამრეკლოს ზარები" მიიღებენ მონაწილეობას.
საღამო საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.
