"თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე სკულპტურის - მონუმენტის პროექტის შექმნაზე" გამოცხადებულ კონკურსზე წარდგენილ
ნამუშევრებს სპეციალური კომისია 29 მარტიდან განიხილავს.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, გამარჯვებული ნამუშევარი 17 აპრილს დასახელდება.
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, სულ, 49 კონკურსანტის 53 ნამუშევარია წარმოდგენილი.
პირველ ადგილის მფლობელი არქიტექტურის სამსახურისგან 10 000 ლარს მიიღებს.
