"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შესახებ,
საინტერესოს და სასარგებლოს უწოდებს.
როგორც უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი ერის საკეთილდღეო მოწოდებებით გამოირჩევა.
"მიუხედავად იმისა, რომ არჩვენები არ არის რელიგიური და საეკლესიო თემა, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ამიტომ მხოლოდ მივესალმები მისი უწმინდესობის მცდელობებს მოსახლეობაში სათანდო განწყობის შესაქმნელად" - აღნიშნა უსუფაშვილმა.
იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმი უნდა დაიძლიოს.
"ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, უწმინდესის მცდელობა ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით ხდებოდეს ხელისუფლების ცვლა, სასარგებლო ნაბიჯია" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.
