"საქართველოს გზა" მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მსახიობების გათავისუფლებას აპროტესტებს
"საქართველოს გზა" მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მსახიობების გათავისუფლებას აპროტესტებს
16:57 26.03.2012
პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველსო გზის" წარმომადგენლები მოზარდმაყურებელთა თეატრიდან გათავისუფლებული მსახიობების საკუთრ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვენ.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ბალაიშვილის ინფორმაციით, ორი დღის წინ მოზარდმაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელმა მიხეილ ანთაძემ 50-მდე თანამშრომელი სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ისინი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას იღებდნენ.
"მიშა ანთაძე ამაყად აცხადებს, რომ ის პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის ახლობელია. ეს თეატრი მიშა ანთაძის საკუთრება არ არის. მოვითხოვთ, ყველა გათვისუფლებული თანამშრომელი საკუთრ პოზიციებზე დააბრუნონ" - განაცხადა მამუკა ბალიაშვილამა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული თეატრიდან ეს თანამშრომლების გათვისუფლების პირველი შემთხვევა არ არის - განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო 2009 წელს თეატრიდან 8 მსახიობი გაათავისუფლეს.


ბეჭდვა