პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ეთნოწმენდის ფონზე ჩატარებული ე.წ არჩევნები ლეგიტიმურად არ ჩაითვლება.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ეთნოწმენდის ფონზე ჩატარებული არჩევნების აღიარება მომხდარიყო.
მისი თქმით, კლანებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალაუფლების გადანაწილება ხდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 40%-ის დამუშავების შემდეგ ხმათა 41,94%-ით ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს. მეორე ადგილზეა 25,36%-ით დავით სანაკოევი.
