დავით უსუფაშვილი - დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კველევებმა აზრი დაკარგა
დავით უსუფაშვილი - დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კველევებმა აზრი დაკარგა
16:04 26.03.2012
NDI-ის კვლევის შედეგი პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგებთან დაკავშირებით, "რესპუბლიკური პარტიისთვის" ჯერ ცნობილი არ არის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით  უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი აზრით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კველევებმა აზრი დაკარგა.

"კვლევას მაშინ აქვს აზრი, როდესაც შედეგებისადმი სანდოობის ხარისხი მაღალია, სხვა შემთხვევაში, კვლევა "პიარ" მანიპულირების საშუალებად და უბრალოდ ციფრების გროვად იქცევა ხოლმე" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული კვლევების უმრავლესობას სერიოზული პრობლემა აქვს და ეს კარგი არ არის.

"არ არის გამორიცხული კოალიცია "ქართული ოცნება" გამოვიდეს ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივებით. კვლევას ნდობის მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს მიუხედავდ იმისა ვინ კმაყოფილია შედეგით და ვინ არა" - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკური პარტიების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ რეიტინგებს დღეიდან თითოეულ სუბიექტს ინდივიდუალურად გააცნობს.

NDI-მ კვლევა სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 22 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და საქართველოს მასშტაბით 3 161 მოქალაქე გამოკითხა.

ბეჭდვა