თორნიკე გორდაძე შვედეთის საგარეო უწყების პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს შეხვდა
თორნიკე გორდაძე შვედეთის საგარეო უწყების პოლიტიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორს შეხვდა
15:27 26.03.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საკითხთა  გენერალურ დირექტორს ბიორნ ლირვალს დღეს სამინისტროში შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობასაც შეეხო და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას გაესვა ხაზი.
ასევე, მათ საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და განხორციელებული რეფორმები მიმოიხილეს.


ბეჭდვა