ახალგორიდან გამოსასვლელი გზა კვლავ რუს სამხედროებს აქვთ გადაკეტილი
ახალგორიდან გამოსასვლელი გზა კვლავ რუს სამხედროებს აქვთ გადაკეტილი
12:36 11.02.2012



ახალგორის რაიონიდან გამოსასვლელი გზა ამ დროისთვის ისევ გადაკეტილია და მოსახლეობისთვის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა "ნიუსპრესთან" საუბარში აცხადებს, მათ ჰპირდებოდნენ, რომ მიმისვლაზე შეზღუდვა დღეს დილიდან მოიხსნებოდა, თუმცა ეს დაპირება ჯერჯერობით არ შესრულებულა.
საავარაუდოდ ახალგორის ტერიტორიაზე მიმოსვლა დღის მეორე ნახევარში აღსდგება.
აღნიშნული შეზღუდვა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატ ალა ჯიოევას მიერ 10 თებერვლისთვის გამოცხადებულ ინაუგურაციას უკავშირდება, რომელსაც მოქმედი დე-ფაქტო ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს.



ბეჭდვა