კოლიაცია "ქართულ ოცნებაში" მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერის მურმან დუმბაძის გაწევრიანება "რესპუბლიკურ პარტიასთნ" შეთანხმებული იყო.
ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავად შეხვდა მურმან დუმბაძეს.
"ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ვიყავი და "ქართულ ოცნებასთან" ჩვენ შემდგომშიც შეთანხმების გზით ვივლით. ბოლო განცხადება მურმან დუმბაძესთან დაკავშირებით თვენახევრის წინ გავაკეთე და აღვნიშნე, რომ მას შესაძლებლობა აქვს თავისი თავი კოალიციაში დაინახოს" - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, მურმან დუმბაძის კონკრეტული თანამდებობა "ქართულ ოცნებაში" ჯერ დაზუსტებული არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობილი გახდა, რომ აჭარაში "ქართულ ოცნების" ორგანიზაციას "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე უხელმძღვანელებს. იგი "რესპუბლიკური პარტიიდან" წესდების რამდენიმე მუხლის დაღვევისა და პარტიის ოფიციალურ კურსზე შეუსაბამო პოზიციის გამო გარიცხეს.
