საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს ბრაზილიელ სენატორს ქრისტოვამ ბუარქეს შეხვდნენ.
ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ სენატორთან შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის რეფორმას, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.
დეპუტატების განცხადებით, სენატორის ჩამოსვლის მთავარი მიზანი საქართველოსა და ბრაზილიას შორის, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაა.
მათივე განცხადებით, ბრაზილიელმა სენატორმა დეპუტატები ივნისში, რიო დე ჟანეიროში გაერო-ს ფორუმზე მიიწვია.
