"ჰონკას" წარმომადგენლობა აფხაზეთში აღარ გაიხსნება
"ჰონკას" წარმომადგენლობა აფხაზეთში აღარ გაიხსნება
14:54 26.03.2012
ფინური სამშენებლო კომპანია "ჰონკას" ოფიციალური წარმომადგენლობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აღარ გაიხსნება.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდაძის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ქართულმა მხარემ აქტიური მონაწილეობა მიიღო. ფინეთში საქართველოს ელჩმა კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო კონსულტაციები გამართა.

"აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად შეზღუდულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსთან შეუთანხმებლად საქმის წარმოება" - განმარტა კალანდაძემ.

მისივე ცნობით, "ჰონკაში" განაცხადეს, რომ ის ფაქტი თითქოს კომპანია წარმომადგენლობის გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. არ დადასტურდა ისიც, თითქოს კომპანიის დელეგაცია აფხაზეთში ჩასვლას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინურმა სამშენებლო კომპანია "ჰონკამ"
ოკუპირებულ აფხაზეთთან სადისტრიბუციო ხელშეკრულება გააფორმა და წარმომადგენლობის გახსნასაც გეგმავდა.



ბეჭდვა