პრეზიდენტის ტაილანდში ვიზიტი ბიუჯეტს ნახევარი მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა სოსო შატბერაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილი ტაილანდის ცნობილ კურორტ "ფხუკეთზე" იმყოფებოდა, სადაც დასასვენებლად მსოფლიოს უმდიდერსი ადამიანები ჩადიან.
"გაჭირვებული და დაქცეული ქვეყნის პრეზიდენტი ხალხისაგან წაგლეჯილი მილიონებით "უიკ-ენდზე"ტაილანდის ცნობილ კურორტ ფხუკეთზე იმყოფებოდა, სადაც შოკოლადის აბაზანების მისაღებად ტაილანდელი მასაჟისტების თანხლებით ჩაბრძანდა. ეს ყველაფერი ბიუჯეტს ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა" - განაცხადა შატბერაშვილმა და მან საზოგადოებას 29 მარტს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.
