,,უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში შევა
,,უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში შევა
14:04 26.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისთვის" დღეს ,,უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ" კანონპროექტს წარადგენს.

აღნიშნულის თაობაზე დღეს ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, პირველ რიგში უნდა განისაზღვროს უმუშევრის სტატუსი და შეიქმნას სპეციალური რეესტრი.

ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ კონსტიტუცია ითვალისწინებს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას.

კანონპროექტში ჩაიდო უმუშევართა შემწეობის ოდენობა, მათთვის სოციალური პაკეტის განსაზღვის წესები, შემწეობის შეწყვეტის პირობები და უმუშევართა პროფესიული მომზადება-გადამზადების საკითხი.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს პირადად გააცნო.

ბეჭდვა