ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო
საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი გამარჯვებული საქართველოსთვის მიუღებელია.
"ნიუსპრესთან" საუბარში გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ სეპარატისტთა საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებს გაეცნო და შთაბეჭდილება დარჩა, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის ბედზე, არც ერთი მათგანი არ ზრუნავს.
"ისინი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალს, რუსეთის გარეშე არ განიხილავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ე.წ. არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ის საქართველოსთვის მიუღებელი იქნება, რადგან არც ერთი მათგანი თავის პოლიტიკაში დამოუკიდებელი არ იქნება" - განაცხადა ჩახვაძემ .
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 40%-ის დათვლის შემდეგ ხმათა 41,94%-ით ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს, მეორე ადგილზე 25,36%-ით დავით სანაკოევია.
