საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება
13:20 26.03.2012
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური პირველი რაუნდი 27-28 მარტს თბილისში   გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი თავისუფალი ვაჭრობის დონეებს შეეხება.

"ეს პროცესები შეთანხმების ფარგლებში ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხია და მივესალმებით ამ მოლაპარაკებებს" - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ოფიციალური პლენარული სესია 28 მარტს გაიმართება.

კალანდაძის ინფორმაციით, სხდომაზე კონკრეტული ჩარჩო საკითხები განიხილება - ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების და დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები.


ბეჭდვა