სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სააკაშვილი სიტყვით გამოვა
სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სააკაშვილი სიტყვით გამოვა
12:58 26.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა და მონაწილეებს მიმართავს.  ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.

კალანდაძის განმარტებით, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი მონაწილეებს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხედვას გააცნობს და ასევე ინფორმაციას მიაწვდის, იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართველმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ მიმართულებით გადადგეს.

მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია სეულში პრეზიდენტის ხელმღვანელობით იმყოფება. დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური შედიან. დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშანა, რომ საქართველო აქტიურადაა ჩართული ბირთვული საფრთხეების პრევენციის საკითხებში და ამ მიმართულებით წარმატებით საქმიანობს.

სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 27-28 მარტს იმართება. მასში 50-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.


ბეჭდვა