აკაკი მინაშვილი – ე.წ. სამხრეთ ოსეთში კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს
აკაკი მინაშვილი – ე.წ. სამხრეთ ოსეთში კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს
12:43 26.03.2012
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კლანებს  შორის ბრძოლა მიმდინარეობს და შესაბამისად არჩევნებზე საუბარიც კი არ შეიძლება.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საიდანაც მოსახლეობა გამოდევნილია, ლეგიტიმური არც ერთი არჩევნები არ შეიძლება იყოს. ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ამ რეგიონს განვითარების შანსი არა აქვს" – განაცხადა მინაშვილმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 40%-ის დათვლის შემდეგ ხმათა 41,94%-ით ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს, მეორე ადგილზე 25,36%-ით დავით სანაკოევია.


ბეჭდვა