"ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას აღუდგენს.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას 5 აპრილამდე აქვს ვადა.
"ბიძინა ივანიშვილისთის მოქალაქეობის აღდგენამდე 10 დღე დარჩა. მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას განაპირობებს ათასობით მოქალაქეების მხარდაჭერა. ამავე კვირაში გამოქვეყნდა NDI-ის კვლევები,სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა კოალიციის ლიდერისთის მოქალაქეობის აღდგენას ემხრობოდა" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, მოქალაქეობის აღგენას საერთაშორისო ორგანიზცეიბის სტრატეგიულმა პარტნიორებმაც დაუჭირეს მხარი.
"ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება იძულებული იქნება აღუდგინოს ივანიშვილს მოქალაქეობა. იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყვის ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებაზე "ქართული ოცნება" ამისთვისაც მზად არის" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
