"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელი სერგო ჩაჩიბაია ირაკლი ალასანიასთვის ინფორმაციიის მიწოდების გამო დააკავეს.
ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ჩაჩიბაიაა სწორედ ის ადამიანი, ვინც ზუგდიდში შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას მიაწოდა ინფორმაცია.
"ოჯახმა ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა. მას ადვოკატის ყოლის უფლება არ ჰქონდა. ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ზუგდიდში პარტიის ლიდერები ჩავიდნენ" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა სამეგრელოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ და რამდენმე გვარიც დაასახალა.
"ალასანიამ უშიშროების საბჭოსაც გადასცა ინფორმაცია ამის თაობაზე. მის სიაში არიან კრიმინალური წარსულს მქონე პირები. ამ შეიარღებული ხალხის შეკრება კერძო სახლებში ხდება, ჯგუფები დაკომპლექტებულია სოფლის მაცხოვრებლებით" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებისთვის შეიარღებული ფორმირებების შექმნა უცხო არ არის, რომელიც სხვადასხვა დროს მოსახლეობის დასაშინებლად იქმნებოდა.
