მაია ფანჯიკიძე - მურმან დუმბაძე "ქართულ ოცნებას" წარმატების მიღწევაში დაეხმარება
მაია ფანჯიკიძე - მურმან დუმბაძე "ქართულ ოცნებას" წარმატების მიღწევაში დაეხმარება
11:43 26.03.2012
მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე მურმან დუმბაძე "ქართულ ოცნებას" აჭარის რეგიონში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.  ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ "ნიუსპრესს" განუცხადა.

მისი თქმით, მურმან დუმბაძის კოალიციაში გაწევრიანების საკითხი "რესპუბლიკურ პარტიასთან" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა.

ფანჯიკიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გასულ შაბათს პირადად შეხვდა მურმან დუმბაძეს და მათ კოალიციის მუშაობის გეგმები განიხილეს.

"ჩვენ გვსურს ისეთივე წარმატებული ვიყოთ აჭარაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, ამაში კი - მურმან დუმბაძის გამოცდილება დაგვეხმარება" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მურმან დუმბაძე ადრე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი იყო. მას წესდების რამდენიმე მუხლის დაღვევისა და პარტიის ოფიციალურ კურსზე შეუსაბამო პოზიციის გამო "რესპუბლიკური პარტია" დაატოვებინეს. ამის შემდეგ დუმბაძე მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერი გახდა.

ბეჭდვა