10:59 11.02.2012
დღეიდან საქართველოში ორი დღით გამოიდარებს.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის ყველა რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურა -2-დან +3 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა 12 თებერვალს, ღამით დაფიქსირდება.