ე.წ სამხრეთ ოსეთის არჩევნების მეორე ტურში ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი იბრძოლებენ
ე.წ სამხრეთ ოსეთის არჩევნების მეორე ტურში ლეონიდ თიბილოვი და დავით სანაკოევი იბრძოლებენ
10:39 26.03.2012
ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი იბრძოლებენ.

"უგა.რუს" ინფორმაციით, თიბილოვმა გუშინ გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 41.94 პროცენტი მიიღო, ხოლო სანაკოევმა 25,36%.

მეორე ტური უახლოესი 15 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

განმეორებითი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთში გუშინ გაიმართა. მასში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.

ბეჭდვა