მიხეილ სააკაშვილი სეულში იმყოფება
მიხეილ სააკაშვილი სეულში იმყოფება
10:20 26.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორეაში იმყოფება.
იგი 27 -28 მარტს სეულში დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. ამის  შესახებ "ნიუსპრესს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტში, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

სეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა უკვე ჩავიდა. კორეაში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი ბენ კი მუნი, რომელიც უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მენ ბაკს.

სამიტზე მსოფლიო ლიდერები ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსაც განიხილავენ.

ბეჭდვა