"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება
10:17 26.03.2012
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები დარეგისტრირდება.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები კოალიაცია "ეს შენ გეხება-მ" მოამზადა და მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაარეგისტრირებს.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში "დაკავშირებული პირის" ცნება აღარ იქნება და ახლებურად ჩამოყალიბდება 26 პრიმა მუხლი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ახალი კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს ამ მიმართულებით ხარჯავს.

ცვლილებების თანახმად, უნდა შემცირდეს სანქციები პარტიებისადმი რიგ დარღვევებთან დაკავშირებით და კონტროლის პალატის ფუნქციები გაიწეროს.

კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე ინიცირების შემდეგ, მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება.

ბეჭდვა