სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს
10:14 26.03.2012
სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული ხმების 40% დაითვალა.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სამხრეთ ოსეთის უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი 41.94%-ით ლიდერობს.
25.36%-ით მეორე ადგილზე პრეზიდენტობის კანდიდატი, უფლებადამცველი დავით სანაკოევია.
ხმების რაოდენობით, 23.80%-ით მესამე ადგილზე რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი დიმიტრი მედოევია.
ე.წ. არჩევნებში ხმების ყველაზე ცოტა რაოდენობა - 5.62% კომუნისტური პარტიის ლიდერმა სტანისლავ კოჩიევმა დააგროვა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დილიდან ახალ მონაცემებს გამოაქვეყნებს.
სამხრეთ ოსეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. მასში მონაწილეობა ამომრჩევლების 65%-მა მიიღო.

ბეჭდვა