სამხრეთ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა 45%-ს აჭარბებს
სამხრეთ ოსეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა 45%-ს აჭარბებს
16:02 25.03.2012
ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 45.3% შეადგენს.
არჩევნების მსვლელობის შედეგი სამხრეთ ოსეთის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
მათი ინფორმაციით, სასურველ კანდიდატს ქალაქ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 38.2%-მა მისცა ხმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 08:00 საათზე დაიწყო. ე.წ. არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 34 360 მოქალაქეა რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის.

ბეჭდვა