რუსული ოპოზიცია მოსკოვში 6 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
როგორც პუშკინის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქცია-ბრიფინგზე "მემარცხენე ფრონტის" ლიდერმა სერგეი უდალცოვმა განაცხადა, მისი სურვილია დაგეგმილ "მილიონიან მარშს" "ეროვნული მარში" ეწოდოს.
მისი თქმით, კამპანიის - "სამართლიანი არჩევნებისთვის" ლიდერები სხვადასხვა ქალაქში გავლენ, რათა ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდონ.
აქცია რუსეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისსაა დაგეგმილი.
