ე.წ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 11%-მა ხმა უკვე მისცა.
ამის შესახებ ცნობას ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას განცხადებით, ამ დროისთვის ქალაქ ცხინვალში ამომრჩეველთა აქტივობამ 9,8% -ს მიაღწია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დღეს 08:00 საათზე დაიწყო. ე.წ. არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 34 360 მოქალაქეა რეგისტრირებული.
