საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კორეაში გაემგზავრა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა.
კორეამდე მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფებოდა. 27 -28 მარტს კი - იგი სეულში დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტში, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
სეულში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა უკვე ჩავიდა. კორეაში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი ბენ კი მუნი, რომელიც უკვე შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მენ ბაკს.
სამიტზე მსოფლიო ლიდერები ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსაც განიხილავენ.
