ალა ჯიოევა სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას არ აპირებს
ალა ჯიოევა სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას არ აპირებს
10:32 25.03.2012
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციონერი ლიდერი ალა ჯიოევა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას არ აპირებს.  ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება.

"არჩევნებზე არ წავალ, რადგან ამაში ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ და მისი ობიექტურობის არ მჯერა" - განაცხადა ჯიოევამ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს 9 თებერვალს მომხდარი მოვლენებისთვის შეფასება არ მიუცია. "ამას მე არასწორად მივიჩნევ" - აღნიშნა ჯიოევამ.

ოსმა ძალოვნებმა დე-ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატ ჯიოევას შტაბი 9 თებერვალს შტურმით აიღეს, რის შემდეგაც მან ინსულტი გადაიტანა და საავადმყოფოში მკურნალობდა.

განმეორებით არჩევნებზე კი, ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი და რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი დიმიტრი მედოევი იბრძვიან.

ბეჭდვა