ე.წ. სამხრეთ ოსეთში განმეორებითი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო.
ოკუპირებული სამხრთ ოსეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეოს. ამომრჩეველთა ყველაზე მეტ აქტივობას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
გარდა ამისა, ცხინვალში ე.წ საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრიც მოქმედებს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში 84 საარჩევნო უბანია გახსნილი და სულ 34 360 მოქალაქეა არჩევნებზე რეგისტრირებული.
არჩევნებს 40 რუსი დამკვირვებელი ადევნებს თვალს.
ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი და რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი დიმიტრი მედოევი იბრძვიან.
