დეპუტატებმა ზესტაფონში ახლადგახსნილი კლინიკა დაათვალიერეს
დეპუტატებმა ზესტაფონში ახლადგახსნილი კლინიკა დაათვალიერეს
17:53 24.03.2012
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა დღეს ზესტაფონში ახლადგახსნილი კლინიკა მოიხულეს და მედპერსონალს შეხვდნენ.  
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა ჯანდაცვის მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე დეპუტატებისგან ინფორმაცია მოისმინა.
ჯანდაცვის კომიტეტმა გასვლით სხდომა ზეტაფონის გამგეობის შენობაში გამართა. სხდომაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2012 წლის მუნიციპალური პროგრამების შესახებ და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2011 წლის ანგარიში მოისმინეს.

ბეჭდვა