ედპ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას მოითხოვს
ედპ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას მოითხოვს
15:25 24.03.2012
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას მოითხოვს.  ედპ-ს ლიდერები დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარი პროგრამა გააცნეს.

"ნიუსპრესთან" საუბარში ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ნარაზენის მოსახლეობასთან სოციალურ სფეროზე, პენსიების ზრდაზე და დასაქმების სააგენტოს შექმნაზე ისაუბრეს.

"ქართველი ხალხი არჩევნებს და ხელისუფლების შეცვლა-არშეცვლას ვერ დაელოდება, ბევრი პრობლემა დღესვეა მოსაგვარებელი" - განაცხადა ქარდავამ.



ბეჭდვა